თხევადი შპალერი – ეს არის თანამედროვე ტიპის მოსაპირკითებელი მასალა ინტერიერისათვის, საოფისე და საცხოვრებელი ფართისათვის, 100% ეკოლოგიური, რომელიც მზადდება ბუნებრივი ნედლეულითა და კომპონენტებით. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ოთახის ჭერისა და კედლებისათვის. თხევადი შპალერი დაგეხმარებათ თქვენი ინტერიერის დეკორირებაში ნებისმიერ სტილში – ჰაიტეკიდან დაწყებული, კლასიკური ინტერიერით დამთავრებული.თხევად შპალერს ბევრი უპირატესობა გააჩნია ქაღალდის შპალერთან, ასევე სხვა მოსაპირკეთებელ მასალებთან შედარებით. მასალას პრაქტიკულობის, ეკოლოგიურობის, ხარისხისა და ეკონომიურობის თვალსაზრისით ალტერნატივა არ აქვს. აღსანიშნავია, რომ მის გამოყენებას თავადაც მარტივად შეძლებთ, ხელოსნების დახმარების გარეშე.  

 

ქვემოთ მოცემულია  ყველა ის მახასიათებელი, რომელთა გამოც უპირატესობა ენიჭება თხევად შპალერს:

1. მასალა დამზადებულია ბუნებრივი ნედლეულით, რაც ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა, არ იწვევს ალერგიას. არ იკრავს მტვერს და სუნს (მაგ. სიგარეტის სუნს) (რეკომენდირებულია საბავშვო ოთახში, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებებში);
2. თხევადი შპალიერი ინახება პლასტიკატის ყუთში მშრალი ფორმით, რომელიც შეიცავს სამ ძირითადად კომპონენტს: 1. ცელულოზა; 2. აბრეშუმი, ბამბა ან სხვა ტექსტილის ნაწარმი; 3. წებო. მზა მდგომარეობამდე მხოლოდ წყლის დამატება სჭირდება;
3. მისი გაკვრა არ საჭიროებს იდეალურად გასწორებულ კედლებს, რის გამოც დაზოგავთ დროს და ფინანსებს. თხევადი შპალერი შესაძლებელია დაიტანოთ ნებისმიერ ზედაპირზე (მათ შორის დაუმუშავებელ ზედაპირზეც), რადგან თხევადი შპალერის სისქის გამო (2-3 მმ), იგი კომპენსაციას უკეთებს კედლის უსწორმასწორო ზედაპირს.



 

4. მუშავდება ყველა ზედაპირზე: ცემენტზე, გაჯზე, ხეზე, თაბაშირ-მუყაოზე, რკინაზე, შესაძლებელია დაიტანოთ გალესილ და გაულესავ კედელზე, თაბაშირ–მუყაოზე, ხეზე, დსპ-ზე, დვპ-ზე, მდფ-ზე, შუშაზე;

5. ფერთა ფართო არჩევანი (2225 და მეტი);

6. სარემონტო სამუშაოები ტარდება ყველა სეზონზე, შრობის დრო 24 – 48 საათი;
7. არ აქვს სუნი სამუშაო პროცესისას და შემდეგ;
8. არ იბზარება და შპალერისგან განსხვავებით, არ ეტყობა გადაბმის ხაზები;
9. გააჩნია მაღალი თბოიზოლაცია და ბგერაიზოლაცია, არეგულირებს ოთახში ტენიანობის დონეს;
10. არ ხუნდება. გათვლილია ხანგრძლი და მრავალწლიან ექსპლუატაციაზე (20-25 წ);
11. თხევადი შპალერი ცეცხლგამძლეა, პასუხობს თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სტანდარტების ყველა მოთხოვნას;
12. თხევადი შპალერის გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ სხვადასხვა ტიპის ნახატები კედელსა თუ ჭერზე;

13. იტანს მრავალჯერად გადაღებვას და ადვილად განახლებადია: შეგიძლიათ დაზიანებული ადგილის ლოკალურად აღდგენა.

 

14. მდგრადია გარე ზემოქმედების მიმართ, ადვილად იწმინდება;
15. შედარებით დაბალი ფასი – თუ თქვენ იყენებთ თხევად შპალიერს, არ გეხარჯებათ თანხა კედლის იდეალურ მდგომარეობამდე მისაყვანად. მასალის 1 კვადრატულის ფასი იწყება საშუალოდ 12 ლარიდან, ხელოსნის მომსახურება საშუალოდ 5 ლარი, ირაკლი 593-71-01-51